ოპოზიციის გაერთიანება პროდასავლური ძალების, პირველ რიგში, აუცილებელია, თუ ეს იქნება იმ ნაწილში, რომ ჩვენ მივაღწიოთ მოთხოვნების შესრულებას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გამოიძებნოს რესურსი პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებში.

"ოპოზიციის გაერთიანება - პროდასავლური ძალების, პირველ რიგში, აუცილებელია, თუ ეს იქნება იმ ნაწილში, რომ ჩვენ მივაღწიოთ მოთხოვნების შესრულებას. მე არ ვფიქრობ და არ მგონია, რომ ერთიანობა უნდა შედგეს სიმბოლური ერთობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ერთობა იყოს ისეთი, რომელიც გამოასხივებს ძალას. 

არ ვიცი, როგორი კონფიგურაციით, მაგრამ ის, რომ უნდა გამოიძებნოს რესურსი პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებში, ამას ვხედავ. არის თუ არა ეს რესურსი, რა თქმა უნდა, ეს იქნება მას შემდეგ, როცა ნება გაჩნდება", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

“საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელი ნინო ლომჯარია ოპოზიციას სთავაზობს, დაუყოვნებლივ დაიწყოს  მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელზეც გადაწყდება ქვეყნის მომავალი.