პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, სახალხო დამცველსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.