71 წლის აზა ჩილაჩავას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, ერთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პატიმრობა დაიწყო დაკავების მომენტიდან, 2 ნოემბრის 21:56 საათიდან. შესაბამისად, ჩილაჩავა დაკავების იზოლატორს, დაახლოებით, 22:00 საათისთვის დატოვებს.

71 წლის აზა ჩილაჩავა პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.