ეს არის ძალა, "ქართული ოცნება“, რომელიც არის კეთროვანი ცივილიზებული სამყაროსთვის, მასთან ხელის ჩამორთმევისგანაც ყველა თავს იკავებს, ამიტომ ვინ იქნება მინისტრი, ვინ იქნება დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარედ და ა.შ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, -  ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხალხს არ მიუღია, ეს გადაწყვიტეს ცალკეულად და ამ ყველაფერს ვერ ექნება ლეგიტიმაცია.

"ეს არის ძალა, „ქართული ოცნება“, რომელიც არის კეთროვანი ცივილიზებული სამყაროსთვის, მასთან ხელის ჩამორთმევისგანაც ყველა თავს იკავებს, ამიტომ ვინ იქნება მინისტრი, ვინ იქნება დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარედ და ა.შ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, არავის აინტერესებს ეს ყველაფერი, რადგან ეს გადაწყვეტილება ხალხს არ მიუღია, ეს გადაწყვიტეს ცალკეულად და არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.