სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იყო ჩვენთვის ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, თუ, სად არის საქართველოს ადგილი მსოფლიოში, თავისუფალ სამყაროში თუ ამ პოსტსაბჭოთა ჭაობში, -  ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ დღევანდელ ვითარებას გამოიყენებს და მისთვის სასურველ პრეზიდენტს გაიყვანს.

"სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იყო ჩვენთვის ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, თუ, სად არის საქართველოს ადგილი მსოფლიოში, თავისუფალ სამყაროში თუ ამ პოსტსაბჭოთა ჭაობში. ამ საკითხში სალომე ზურაბიშვილი იყო თანმიმდევრული ამ ბოლო პერიოდში და ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, რადგან, ბუნებრივია, რომ "ქართული ოცნება“ დღევანდელ ვითარებას გამოიყენებს და მისთვის სასურველ პრეზიდენტს გაიყვანს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.