ერთმა პარტიამ დღეს კონსტიტუცია თავზე დაიხია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა, თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია.

ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.

მეცოდებიან ის პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ რამდენიმე კვირით, რა ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არც ერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმების თუ დაჩოქების, სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს" ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში", - აცხადებს ზურაბიშვილი.