გადავწყვიტე საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე წერს.

მისივე თქმით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა.

"გადავწყვიტე,  რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში. ლატვიაში ამ ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა", - წერს ბაიბა ბრაჟე.