როგორ შეიძლება, რომ ვერასდროს და არასდროს ვერ უპასუხოს გამოწვევებს სანიაღვრე სისტემებმა?, -  ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანიაღვრე სისტემები გამართულად უნდა მუშაობდეს და მას სწორი მოვლა-პატრონობა სჭირდება.

"რომელი ინფრასტრუქტურაც პასუხისმგებელია იმაზე, რომ სანიაღვრე სისტემა, რომელმაც წყალი უნდა გაატაროს, მისი მუშაობის პრინციპი არის გამართულად და გაატაროს ნალექი.

როგორ შეიძლება, რომ ვერასდროს და არასდროს ვერ უპასუხოს გამოწვევებს სანიაღვრე სისტემებმა? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს სისტემა როგორ მუშაობს - ნორმალური მოვლა-პატრონობის და მისი ხარისხიანად გაკეთების შემთხვევაში ასეთ უხვ ნალექს, როგორიც იყო გუშინ და რამდენიმე დღის წინ იყო, სანიაღვრე სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს", - განაცხადა ბესიკ დონაძემ. 

6 ივლისს თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.