ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ეს უფლება და შეზღუდვა შეეხოს მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, რეჟიმის წევრებს, პროპაგანდისტებს, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის ანგარიში უნდა გახდეს საფუძველი ევროკავშირის გადაწყვეტილების უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

"ევროპარლამენტის მხრიდან ეს ანგარიში უნდა გახდეს ასევე საფუძველი ევროკავშირის გადაწყვეტილების უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ეს უფლება და შეზღუდვა შეეხოს მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, რეჟიმის წევრებს, პროპაგანდისტებს. 

ანგარიში, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაცრი იმიტომ, რომ ყოველდღიურად ვხედავთ ავტოკრატიის იმ რეპრესიულ ნაბიჯებს, რომლებიც სრულიად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი.