"პოსტები", რომლებიც იწერება, ვინც არ უნდა დაწეროს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი ხასიათის, მე რა თქმა უნდა, ვემიჯნები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება მისთვის მიუღებელი იყოს. 

"უღრმეს პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო, ავტოკეფალიურ ეკლესიას. პატრიარქის დაკრძალვაზეც ვიყავით, პანაშვიდებზეც ვიყავით და ჩვენც ისე განვიცადეთ ეს ამბავი, როგორც მთელმა საქართველომ, ამიტომ, ასეთ ბრალდებებს ვერ მივიღებთ.

გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს. ადამიანები ადიდებენ ხოლმე რუსებს და სტალინს, თქვენი აზრით ეგ მისაღებია ჩემთვის? მაგრამ," პოსტები", რომლებიც იწერება, ვინც არ უნდა დაწეროს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი ხასიათის, მე, რა თქმა უნდა ვემიჯნები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ეკლესიაში ხედავენ კონკურენტს და ებრძვიან მას. საქმე ე.წ. "პოსტებს" ეხება, სადაც მოქალაქეების ნაწილი პატრიარქს და მის მოსაყდრეს შეურაცხყოფდნენ.