დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი არის "ქოცების" ოქროს საბადო, სადაც მდიდრდება და იზრდება მხოლოდ "ქოცების" შემოსავალი, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, იგეგმება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უფრო გაზრდის საცობებს დედაქალაქში.

"დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი არის "ქოცების" ოქროს საბადო, სადაც მდიდრდება და იზრდება მხოლოდ "ქოცების" შემოსავალი, ანაზღაურება, წარმომადგენლობითი ხარჯი, ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის იზრდება სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები და არის მათ შორის ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და არცერთი სიტყვა არ ითქმის საცობებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, თბილისელებს არა მხოლოდ საცობში მოუწევთ დგომა, არამედ ამ საცობში მოუწევთ დიდხანს ყოფნა.

იგეგმება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უფრო გაზრდის საცობებს დედაქალაქში", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.