ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლებში გაურიეს. ეს უნდა გამოიძიონ. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ, საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიციირება მოახდინონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ.

"გუშინდელი სახაროვის პრემია სინდისისა და თავისუფლების ყველა პატიმარს ეხებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეებში. მათ ევროპული პარლამენტისგან ნათელი სიგნალი გავუგზავნეთ - თქვენ მარტო არ ხართ. გხედავთ, თქვენი გვესმის, და თქვენს დახმარებას ვცდილობთ. ბევრი მეგობარი გყავთ აქ, ევროპარლამენტში.

თუმცა, საქართველოში ვითარება უარესდება. მსურს, ყურადღება მიაქციოთ BBC-ის ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. ის ავლენს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან ქიმიური ნივთიერება გამოყენებულ იქნა პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლებში გაურიეს. ეს უნდა გამოიძიონ. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ, რომ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიციირება მოახდინონ.
ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ. ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. ბრძოლაში მყოფ ქართველ ხალხს უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან საქართველო ევროპაა", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.