დღესაც, კვლავ საფრთხეშია საქართველოს ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც 37 წლის ადამიანებმა ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საპყრობილეებში არიან გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც მთავარი ღირებულებების დასაცავად იბრძვიან.

“დღესაც, კვლავ საფრთხეშია საქართველოს ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც 37 წლის ადამიანებმა ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, დღესაც ამ უძვირფასესი და წმინდა ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, პროტესტს არ წყვეტენ და არ ეპუებიან იმას, რომ რუსეთმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისევ წაგვართვას. 

უფრო მეტიც, დღეს საპყრობილეებში არიან გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარი ღირებულებების დასაცავად იბრძვიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

37 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.