ამ დღეს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, სწორედ ამ შენობაში გამოაცხადა ზვიად გამსახურდიამ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც ზვიად გამსახურდიას ადგილას გავრილოვს დასვამს, ვერ იქნება ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.

"ამ დღეს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, სწორედ ამ შენობაში გამოაცხადა ზვიად გამსახურდიამ. არავინ, ვინც ზვიად გამსახურდიას სკამში ჩასვამს გავრილოვს, არავინ არ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი არასდროს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

37 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.