ძალიან რთულია რეჟიმისთვის, ებრძოლოს უანგარო ადამიანებს. უნდა, რომ ასეთი ადამიანები გააჩუმოს, დააპატიმროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს ვერ გუობს "ქართული ოცნება" და ამიტომ გააძევეს თემურ ქათამაძე.

"ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ის იყო ბათუმის პროტესტის განშტოების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, დაუღალავი ადამიანი ამ პროტესტში და ამას აკეთებდა აბსოლუტურად უანგაროდ. ძალიან რთულია რეჟიმისთვის, ებრძოლოს უანგარო ადამიანებს. უნდა, რომ ასეთი ადამიანები გააჩუმოს, დააპატიმროს, გაანადგუროს და სწორედ ამასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე გუშინ თურქეთში გადაიყვანეს.