ხშირად Facebook-ის ქარიშხლები, პირადი კინკლაობები, მთავარის დანახვაში გვიშლის ხელს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

"მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი  პატივისცემა, აღფრთოვანება და სიყვარული ქუთაისელების მიმართ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი  მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო!

ძალიან მნიშვნელოვანი, სიმართლის, სიკეთის და დიდი ძალის მატარებელი იყო ეს აქცია! ხშირად Facebook-ის ქარიშხლები, პირადი კინკლაობები, მთავარის დანახვაში გვიშლის ხელს. ქუთაისის აქცია კი იყო ის მაგალითი, რომელიც მაქსიმალურად გვჭირდება ახლა! ალიანსს მოკითხვაც დავაბარე თქვენთან!

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, კანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქციაა! რუსთავის ქალთა ციხე", - წერს ხოშტარია.