ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. გვინდა, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან, ასევე დაინახონ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისს დასავლეთმაც უნდა დაინახოს ქართველი ხალხის ნება.

"ალიანსმა რომ დავაანონსეთ მობილიზაცია მოქალაქეების, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის 26 მაისი, ყველას გვინდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდეს, გვინდა, რომ ერთმანეთი დავინახოთ, გვინდა, რომ ერთმანეთს რწმენა დავუბრუნოთ, გვინდა, რომ მათ შორის ციხიდან პოლიტიკურმა და სინდისის პატიმრებმა დაინახონ, რომ აქ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, გვინდა, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან, ასევე დაინახონ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთში დაინახონ, რომ აქ ცხოვრობენ თავისუფლების მოყვარული ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის თავისუფლებას არ დათმობენ, არ შეეგუებიან, არ დააცდიან იმას, რომ ეს ქვეყანა ვიღაცამ გადააქციოს ჩეჩნეთად. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, 26 მაისს ვიყოთ რაც შეიძლება ბევრნი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

26 მაისს ოპოზიციის ალიანსი აქციას გეგმავს.