ეს კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის დაწერილია და მისსავე დაწერილს ებრძვის, თითქოს მისი ჩანაწერი არ იყოს,  - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხალხის დაბეგვრა მიმდინარეობს.

"ეს კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის დაწერილია და მისსავე დაწერილს ებრძვის, თითქოს მისი ჩანაწერი არ იყოს ეს და გუშინ ისე ისაუბრა, თითქოს იმ პარლამენტში, სადაც წარდგა, იმის თავმჯდომარე არ იყო და ამ პარტიის თავმჯდომარე არ იყო და "ქართულ ოცნებაში" პარტიის თავმჯდომარეობა პრემიერმინისტრობაზე ნაკლები არ არის.

ეს არის კაცი, რომელიც ამ პარტიაში პირველი პირია ამდენი ხანია, ბიძინას მერე, ეს არის კაცი, რომლის მთელი სამეგობრო ჩაწერილია საპარლამენტო სიით და ერთი "სასტავი" არიან და ეს კაცი გუშინ ისე მელაპარაკებოდა, რომ მიდი, ირაკლი, მიხედე "ქოცებს", თითქოს ახალი კაცი ხარო. ძალიან კომიკურია, "ქოცების" არსებობის მე-13 წელს, რომ ამხელა რემიზირება, რომ თითქოს მთელი იმ წლების განმავლობაში "ოცნება" არ არსებობდა.

განათლებას რაც შეეხება, განათლებაში ფულის დაზოგვისკენ არიან მიმართული. ამ შემთხვევაში ვხედავ, რომ თანხები იზოგება, რომელიც უნდა აისახოს ფისკალურ პოლიტიკაზე. ქვეყანაში იმატებს ადამიანის ბეგარა, ჯარიმებით უკვე შენ იმდენ ფულს გართმევენ, რომ შენ სინამდვილეში, იბეგრები და არსებული ინფლაცია, რომელიც ცხადია, დაბეგვრის საუკეთესო ფორმაა", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.