გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში შეიზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს ღამის 00:00 საათიდან - დილის 06:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც, გიორგი სააკაძის მოედნის, გიორგი სააკაძის დაღმართის და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლები დროებით შევიწროვდება.