ბალდის კანიონში პროტესტია. ადგილობრივებმა ბალდის კანიონისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. ისინი მოიჯარე კომპანიის მიერ დაქირავებულ დაცვის თანამშრომლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ სამი წლის განმავლობაში მათ პროტესტს ყურადღება არავინ მიაქცია და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლის მისვლას მოითხოვენ. 

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც.

ბალდის კანიონი 2022 წელს 40-წლიანი იჯარით გასხვისდა. 2022 წლიდან კი ადგილობრივები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.