ჩვენი აქ ყოფნის ამოცანა არის, რომ ვამხილოთ რეჟიმი, რათა საქართველოს მოსახლეობამ სინამდვილეში დაინახოს, რა მიზნები აქვს ხელისუფლებას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მიადგეს ზიანი.

"ვფიქრობ, რომ სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია. ეს სასამართლო გადმოწერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, უბრალოდ სათაურს შეცვლის და სარჩელის მაგივრად დააწერს გადაწყვეტილებას, ოღონდ ჩვენი აქ ყოფნის ამოცანა არის, რომ ვამხილოთ რეჟიმი, რათა საქართველოს მოსახლეობამ სინამდვილეში დაინახოს, რა მიზნები აქვს ხელისუფლებას. ეს მიზნები არის როგორც დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მკვლელობა, ისე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე დარტყმა, იმიტომ რომ საქართველოს აბრალებს 2008 წლის ომის დაწყებას. მეორე, რატომაც ვართ აქ - საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები შევინარჩუნოთ. ბუნებრივია, რომ მანამ, სანამ სხდომა არის საჯარო, მასში მონაწილეობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა.