საფრთხე იმისა, რომ ამით ხდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასურველი მოსამართლისთვის დაწესება, ისედაც არსებობდა, მაგრამ ახლა ამან მიიღო საკანონმდებლო ხასიათი, -  ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანად საკანონმდებლო წესით აუქმებენ ამ შემთხვევითი განაწილების სისტემას.

"შემთხვევითი განაწილების სისტემა თავიდანვე კომპრომეტირებული იქნა იმით, რომ ისეთი გამონაკლისები დაუშვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე, რომელიც საშუალებას მისცემდა კლანის მოსამართლეებს, რომ ესა თუ ის საქმე დაეწერათ მათთვის სასურველი მოსამართლისთვის, ახლა კი უკვე ფაქტობრივად, მთლიანად საკანონმდებლო წესით აუქმებენ ამ შემთხვევითი განაწილების სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ეს ისედაც არ გამოიყენებოდა.

საფრთხე იმისა, რომ ამით ხდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასურველი მოსამართლისთვის დაწესება, ისედაც არსებობდა, მაგრამ ახლა ამან მიიღო საკანონმდებლო ხასიათი", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

"საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ცვლილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის წესსაც ეხება.

მარტივდება კანდიდატთა შერჩევის პროცედურაც.  უქმდება კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, კანდიდატთა შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, საბჭოს წევრების ვინაობის მითითებით ქვეყნდება.