ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჩართულობა. ფორმატთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გადაწყდება რა ტიპის ფორმატი უნდა იყოს, -  ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთიანი დასკვნა გაკეთდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს საერთაშორისო ჩართულობა. ფორმატთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გადაწყდება რა ტიპის ფორმატი უნდა იყოს. მთავარი არის ის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ არჩევნებზე, ამასთან დაკავშირებით ერთიან დასკვნაზე ჩამოყალიბება და ერთიანი დასკვნის გაკეთება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.