საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში შავი ორშაბათის სახელით შევა.

"შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიციელები და სპეცრაზმელები იცავენ კარს, რომლის მიღმაც "ქართული ოცნების მონები" კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს",-  წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.