ევროპის წნეხი ამ რეჟიმის წინააღმდეგ უფრო და უფრო გაძლიერდება, ჩემი აზრით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ იგეგმება დამატებითი სანქციების დაწესება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, საკუთარ კრიმინალურ მხარდამჭერებში გააჩინოს განცდა, რომ თითქოს, უსამართლობაა, რომ ევროკავშირი "ქართულ ოცნებას" უსამართლოდ ასანქცირებს.

"ევროპის წნეხი ამ რეჟიმის წინააღმდეგ უფრო და უფრო გაძლიერდება, ჩემი აზრით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ იგეგმება დამატებითი სანქციების დაწესება, როგორც გაერთიანებული სამეფოდან, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან და ევროკავშირის ინსტიტუტებიდან.

"ქართული ოცნება" ცდილობს, საკუთარ კრიმინალურ მხარდამჭერებში გააჩინოს განცდა, რომ თითქოს, უსამართლობაა, რომ ევროკავშირი "ქართულ ოცნებას" უსამართლოდ ასანქცირებს, ცდილობენ, ყველაფერი დააბრალონ ევროკავშირს. 

სიმართლე არის ერთი - "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ეხმარებიან რუსეთს, რომ იშოვონ რაც შეიძლება მეტი ფული", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.