საქართველომ 2008 წელს მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების და სუვერენიტეტის გადარჩენა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა მთავრობის და ჯარისკაცების დამსახურებაა ქვეყნის გადარჩენა.

"საქართველომ 2008 წელს მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების და სუვერენიტეტის გადარჩენა.

დღეს არსებობს თავისუფალი საქართველო მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს რუსეთმა თავისი სპეცოპერაციით მოიყვანა თავისი მარიონეტები საქართველოს ხელისუფლებაში. ამის მიუხედავად, საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა ფორმალურად, მაგრამ არსებობს, როგორც სუვერენული სახელმწიფო და ეს გააკეთა სწორედ ქართველმა ხალხმა, ამ ვაჟკაცებმა, ჩვენმა მთავრობამ, რომ საქართველომ ამ აგრესიას გაუძლო და 2008 წელს ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.