მოთხოვნებიდან არცერთი არ შესრულებულა და პირიქით, ვითარება უფრო დამძიმდა და "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირისთვის უნდა წარედგინა წინსვლის ანგარიში, რომელშიც კონკრეტული მოთხოვნები შესრულებული უნდა ყოფილიყო.

"ქართულ ოცნებას" ევროკავშირისთვის უნდა წარედგინა წინსვლის ანგარიში, რომელიც გულისხმობდა "რუსული კანონების" გაუქმებას, რეპრესიების შეჩერებას და დიალოგს პროდასავლურ ძალებთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, შესაბამისად, ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააგზავნა არის ტყუილი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მოთხოვნებიდან არცერთი არ შესრულებულა და პირიქით, ვითარება უფრო დამძიმდა და  "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა", - განაცხადა  გიორგი ბუტიკაშვილმა.