შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულია, ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, ასახოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მოწყვლად ფენაზე და და მათი პენსია მიუახლოოს საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ოდენობას, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა გიორგი ენუქიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურ უსამართლობასთან ერთად ცინიკურია შშმ პირებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ფონზე, როდესაც ერთი პარლამენტის წევრი თვეში 30 შშმ პირისთვის განკუთვნილ პენსიის ოდენობას ხელფასის სახით იღებს.

"2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით განსაზღვრულია პენსიების ზრდა, 70 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებისათვის განისაზღვრა 495 ლარამდე ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის 470 ლარამდე.

ქვეყანაში არსებული სასურსათო ფასების ზრდის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მთავრობას, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების პენსია გაუთანაბროს 70 წლის ზემოთ მყოფი პენსიონერების პენსიას და გაითვალისწინოს, რომ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც იმყოფებიან ანალოგიურ მოცემულობაში როგორშიც 70 წლის ზემოთ მყოფი მოქალაქეები, რადგან მათთვის არ არსებობს არანაირი ხელშეწყობა მათი დასაქმების და დამოკიდებულები არიან მხოლოდ პენსიაზე რაც მათ საბაზისო საჭიროების დაკმაყოფილებისთვისაც კი არასაკმარისია.

სოციალურ უსამართლობასთან ერთად ცინიკურია შშმ პირებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ფონზე, როდესაც ერთი პარლამენტის წევრი თვეში 30 შშმ პირისთვის განკუთვნილ პენსიის ოდენობას ხელფასის სახით იღებს.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულია, ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში ასახოს მოქალაქეებზე განსაკუთრებით მოწყვლად ფენაზე და და მათი პენსია მიუახლოოს საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ოდენობას", - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.