"ქართული ოცნება" ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

"გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში "ოცნება" ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა.

ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის - ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად", - წერს გახარია.