ევროკავშირის ელჩებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს.

“ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები "უცხოური აგენტების" კანონის მიღების შემთხვევაში.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული, ყველანაირი ზომა განიხილება”, – წერს იოზვიაკი.