გაიზარდა ელექტროენერგიაზე საფასური და ივანიშვილმა საკუთრებაში დაიბრუნა "მტკვარი ჰესი", -  ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფრით ხეირობს და ახერხებს, ყველაფრისგან ფული იშოვოს.

"როდესაც ქართული საზოგადოება ღარიბდება, ვგულისხმობ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ივანიშვილი ამ ყველაფრით ხეირობს და ახერხებს, ყველაფრისგან ფული იშოვოს. ამ შემთხვევაშიც, გაიზარდა ელექტროენერგიაზე საფასური და ივანიშვილმა საკუთრებაში დაიბრუნა "მტკვარი ჰესი".

თავის დროზე შემძენი კომპანიის რეალური მესაკუთრე, ფაქტობრივად, არ ჩანს, არ გვაქვს წარმოდგენა, რა სახსრებით შეიძლებოდა კომპანიას გაეგრძელებინა ჰესის მშენებლობა. საინტერესოა ასევე ის, რომ თითქოს "მტკვარი ჰესის" გაყიდვიდან საკრედიტო ხაზი გაუხსნა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ნაწილობრივ თავად ივანიშვილმა გააგრძელა ჰესის მშენებლობა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" უკან გამოისყიდა. აღნიშნული ჰესი თანაინვესტირების ფონდმა 2024 წლის ზაფხულში გაყიდა.