როდესაც ქვეყნის უმეტესობას 370 ლარი აქვს, მისთვის 5 თეთრით ფასების მატება არის კატასტროფა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფასები იზრდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას 800 ლარიანი თვიური შემოსავალი აქვს.

"ყველგან, სადაც კი რაღაც ფორმით ზიანდება ქვეყანა, ნომერ პირველი ფაქტორი არის კორუფცია, პოლიტიკური მიზანშეწონილობით ქმედება და მესამე ფაქტორია არაკომპეტენტურობა. რაგინდ კურიოზულიც არ უნდა იყოს, ელექტროენერგიის ფასების ზრდა გაზრდის ენერგეტიკის სექტორის დანახარჯებს - ეს იქნება ქსელი, როგორც "თელასი", თუ გენერაციის ობიექტები, ფაქტობრივად, მათ უკუუბრუნდებათ დანახარჯების სახით დენის ტარიფის მთლიანი მატება. ეს არ იქნებოდა არანაირი პრობლემის შემცველი მოქალაქეებს რომ ღირსეული შემოსავალი ჰქონდეთ. როდესაც ქვეყნის უმეტესობას 370 ლარი აქვს, მისთვის 5 თეთრით ფასების მატება არის კატასტროფა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობის საშუალო თვიური შემოსავალი 800 ლარამდეა, ფასების ზრდა კატასტროფაა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი 5-6 თეთრით.