არჩევნებში ოფიციალურად წაგებულად თუ გამოგაცხადებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არასწორად აკეთე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იყო შეცდომები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს და იმუშაოს ოპოზიციამ.

"არჩევნებში ოფიციალურად წაგებულად თუ გამოგაცხადებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არასწორად აკეთე, ან პირიქით - ყველაფერი სწორად აკეთე. ასეთი მსჯელობა მე არასწორად მიმაჩნია. საბოლოო ჯამში, უნდა ვაღიაროთ, რომ იყო შეცდომები და ამ შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ.

ახლა საჭიროა ბრძოლა და წინააღმდეგობა. არ ვეგუებით ავტორიტარიზმს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, ერთადერთი გეგმა შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ყოფნა, წინააღმდეგობაში დარჩენა. ეს არის თავისთავად გეგმა. საერთაშორისო და შიდა წნეხი ძლიერდება ივანიშვილზე და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავაგრძელოთ", -  განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.