დღეს ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იმ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები, რაზეც საუბრობდა BBC, ნამდვილად აქვს შეძენილი შსს-ს, -  ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, ეს ნივთიერებები იყო გამოყენებული შარშან მოქალაქეთა დაშლის დროს, ის შერეული იყო წყლის ჭავლში.

"დღეს ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იმ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები, რაზეც საუბრობდა BBC, ნამდვილად აქვს შეძენილი შსს-ს და ასევე ორჯერ დაადასტურა, რომ მაღალი ალბათობით, ეს ნივთიერებები იყო გამოყენებული შარშან მოქალაქეთა დაშლის დროს, ის შერეული იყო წყლის ჭავლში.

კობახიძე მხოლოდ გამორიცხავს კამიტის გამოყენებას, მაგრამ არ გამორიცხავს და ადასტურებს, რომ დიდი ალბათობით, სხვა ქიმიური ნივთიერება ამ კოდის ქვეშ იყო გამოყენებული წყლის ჭავლთან ერთად და ამბობს, რომ მხოლოდ ახლა იძიებენ, რა ნივთიერება იყო ეს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სუსმა გამოძიება დაიწყო.