უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფი აშშ-ში მიიწვიეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უიტკოფს უკვე დაუკავშირდა ტელეფონით პუტინთან შეხვედრის შემდეგ. უსაფრთხოების მიზნით, მოსკოვის შეხვედრის დეტალები არ განხილულა.

ამავდროულად, მინისტრის თქმით, უმეროვი აგრძელებს კონსულტაციებს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის ოფიციალურ პირებთან. ისინი ათანხმებენ პოზიციებს და აფასებენ მიღწეულ პროგრესს.

"ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი შეფასებით, მოსკოვში გამართულმა საუბრებმა დადებითად იმოქმედა სამშვიდობო პროცესზე. მათ უკრაინის დელეგაცია მოიწვიეს, რომ უახლოეს მომავალში ამერიკაში გააგრძელონ მოლაპარაკებები“, - განაცხადა სიბიგამ.