შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ყველაფერზე მიდის იმისათვის, რომ გაიტანოს რუსული კანონი, რომ ქვეყანა წაიყვანონ რუსეთისკენ, შეინარჩუნოს დიქტატურა და ძალადობრივი რეჟიმი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მოქალაქეებს არბევს და აშანტაჟებს პუტინის რუსეთის სტილით.

"ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ყველაფერზე მიდის იმისათვის, რომ გაიტანოს რუსული კანონი, რომ ქვეყანა წაიყვანონ რუსეთისკენ, შეინარჩუნოს ის დიქტატურა და ძალადობრივი რეჟიმი, რის დამყარებასაც ცდილობს, ასევე არჩევნების გაყალბების გზით.

ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვხედავდით, როგორ ძალადობრივად, პუტინის რეჟიმის სტილში უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს,  როგორ გაუსწორდნენ მთავარ ოპოზიციურ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს და ეს არის პიკი, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს რუსი "ტიტუშკები" დაშინების მცდელობის გამო. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩებათ ეს დანაშაული. 

რამდენიმე თვის წინ ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს სასტიკად გაუსწორდნენ, რამდენიმე დღე საავადმყოფოში მოუწიათ ყოფნა და ის ადამიანები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ, რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, ეს "ტიტუშკები" "ქართულ ოცნებას" სჭირდება მორიგი ძალადობრივი პროვოკაციებისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.