ისე ჩამოდის ალიევი, რომ ამ საკითხზე კითხვის დასმას ვერ ბედავენ ეს ორ ფეხზე მდგომები, ფაქტია, რომ გარეჯი გაიყიდა, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი ვითარება, რომ დავით გარეჯში შესვლა პრობლემად იქცა.

"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სხვაზე რამის გადაბრალებით საკუთარს მალავს. ეს რეჟიმი იძახდა, რომ წინა ხელისუფლებამ გაყიდა გარეჯი - ამის არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა, მაგრამ ახლა ჩვენ მათ პირობებში ვხედავთ, რომ გარეჯში ვერ შევდივართ. რა უფრო მაღალი ალბათობაა, იმ ხელისუფლების პირობებში გაიყიდა გარეჯი, როცა უპრობლემოდ შევდიოდით და ვლოცულობდით, თუ დღეს, როცა ვერც კი შევდივართ, ისე ჩაკეტეს. ამას დამატებული ის, რომ ისე ჩამოდის ალიევი, რომ ამ საკითხზე კითხვის დასმას ვერ ბედავენ ეს ორ ფეხზე მდგომები. ფაქტია, რომ გარეჯი გაიყიდა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 6 აპრილს იმყოფებოდა.