ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ღვთის შეწევნით, საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება.

“რომ არა ღმერთი, დღეს საქართველოში ეს მშვიდობა არ იქნებოდა. ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ. 

შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ, გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას. მთავარია,  ღმერთი ვის შეაქებს. დიდი ის არის, ვინც ღმერთთანაა. ღვთის შეწევნით, საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებს, ახალგაზრდებს გავუფრთხილდეთ. ამათზე დიდი და ლამაზი არავინ გვყავს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.