დღეს ივანიშვილი დამოკიდებულია მაბეზღარა, წილისმწამებელ კობახიძის ჩაჩურჩულებაზე და ამ ჩურჩულით იმართება დღეს ქვეყანა. ეს არის სახელმწიფოს მართვა? - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის წლების განმავლობაში სხვა ადამიანები ჰყავდა გვერდში, მათ რჩევებს ითვალისწინებდა და შესაბამისად, ბოლშევიკურ საბჭოთა საქართველოს არ აშენებდა.

"ივანიშვილს წლების მანძილზე სხვა ადამიანები ჰყავდა გვერდში და მათ რჩევებს ითვალისწინებდა, იგივე ხუხაშვილი, თინა ხიდაშელი, მე ამ ადამიანების რჩევები მომწონდა-თქო, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ არც ხუხაშვილის და არც ხიდაშელის რჩევებით, ივანიშვილი ბოლშევიკურ საბჭოთა საქართველოს არ აშენებდა მაშინ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის დამოკიდებულია მაბეზღარა, წილისმწამებელ კობახიძის ჩაჩურჩულებაზე და ამ ჩურჩულით იმართება დღეს ქვეყანა. ეს არის სახელმწიფოს მართვა? - განაცხადა ინაშვილმა.