თბილისის მერი კახა კალაძე თურქ ხალხსა და თურქეთის ხელისუფლებას თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო უსამძიმრებს.

"ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.