“ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ლევან გამრეკელი დააკავეს.

პროკურატურაში მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

გამრეკელი 2021-2025 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო "ქართული ოცნებიდან", 2025 წელს კი სიაში აღარ შეიყვანეს.