ივანიშვილი უკვე ალაგებს მილიონიან დასტებს, სინოდის წევრებზე დასარიგებლად, მისთვის სასურველი პატრიარქის გასაყვანად, მოსკოვის დირიჟორობით და კარნახით, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მან მოუწოდა სინოდის წევრებს, უარი თქვან “ეშმაკის ვერცხლზე“ და აირჩიონ ის პატრიარქი, რომელიც არ იქნება პოლიტიზებული და ბიზნესთან დაკავშირებული.

"მთელი ეს ანტიეკლესიური პიარი, არის ორგანიზებული ივანიშვილის და მისი სპეცსამსახურების მიერ და ეს პირდაპირ ვუთხარი პატრიარქს, სიცოცხლეშივე. მისი რეაქცია იყო ასეთი - მეუფე შიო ედგა გვერდზე და უთხრა, ხომ გეუბნებიო.  მინდა, სინოდის ყველა წევრს, დიდი პატივისცემით, მოვუწოდო, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანა. მტრის სურვილი არ ავახდინოთ და აირჩიეთ ისეთი პატრიარქი, რომელიც ჩამოყალიბდება, ერის სულიერ ლიდერად, არ იქნება პოლიტიზებული, ბიზნესთან დაკავშირებული და იქნება შუამავალი ჩვენსა და უმაღლეს ღვთაებას შორის. ეს სჭირდება საქართველოს და არა სინოდში პოლიტიკურად და ბიზნესურად მოაზროვნე ადამიანები", - განაცხადა ნათელაშვილი.