ივანიშვილს სურს, რომ ვიყოთ იზოლირებულები, არ ხორციელდებოდეს დიდი პროექტები, არ ხორციელდებოდეს ისეთი პროექტები, როგორიც იყო, მაგალითად, ლაზიკის პროექტი და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მალე მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს.

"რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ კავკასიაში ამერიკის მზარდ ინტერესზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი კავკასიისთვის და მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ფაქტია, რომ  ივანიშვილის ინტერესები ემთხვევა მხოლოდ კრემლის ინტერესს და არა დასავლურ, ცივილურ და ამერიკულ ინტერესს. ბიძინა ივანიშვილი მტრების ინტერესებით მოქმედებს და არა ეროვნული და ქართული. 

ივანიშვილს სურს, რომ ვიყოთ იზოლირებულები, არ ხორციელდებოდეს დიდი პროექტები, არ ხორციელდებოდეს ისეთი პროექტები, როგორიც იყო, მაგალითად, ლაზიკის პროექტი და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მალე მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.