არ შეიძლება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ამ ბრძოლის ხაზზე. კარგი იქნება, ის ადამიანები, რომლებიც 2024 წელს წინა ხაზზე იყვნენ, არ დაიმალონ და გამოვიდნენ საჯარო სივრცეში, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭო წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, აქ საუბარი იმ ოპოზიციურ სუბიექტებზეა, რომლებიც,ფაქტობრივად, აღარ არიან ოპოზიციურ ველზე. 

"ოპოზიციას მეტი აქტიურობა და მუშაობა გვმართებს, არ შეიძლება ახლა პასიურობა არცერთ ფლანგზე, მეტი მობილიზებაა საჭირო. აქ საუბარი იმ ოპოზიციურ სუბიექტებზეა, რომლებიც ფაქტობრივად, აღარ არიან ოპოზიციურ ველზე. სად გაქრა ეს ხალხი? სად წავიდნენ? ეს ქვეყანა ყველასია და უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. არ შეიძლება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ამ ბრძოლის ხაზზე. კარგი იქნება, ის ადამიანები, რომლებიც 2024 წელს წინა ხაზზე იყვნენ, არ დაიმალონ და გამოვიდნენ საჯარო სივრცეში. დრო არ არის დასაკარგი და ახლა მთელი ძალები მუშაობაზე უნდა მივმართოთ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.