ისინი ახლა ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ ამ ძალიან მძიმე პრობლემებიდან, სიღარიბიდან, იმ მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებიდან, რაც დღეს აქვს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი და კონკრეტული ამოცანები ეს არის ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა.

"ქართულ ოცნებას" წარმოდგენა არ აქვს, რა სჭირდება ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ინტერესი ეს არ არის კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის ოპონენტების ციხეში გამოკეტვა, არც ეს ახალი გამოგონილი საკონსტიტუციო სარჩელები, არამედ ქართველი ხალხის ინტერესი არის ის, რომ ფასები არის კატასტროფული.

მთავარი და კონკრეტული ამოცანები ეს არის ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და ამ ინტერესებზე მუშაობა, როგორიცაა ფასები, გაჭირვება, სიღარიბე.

ისინი ახლა ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ  ამ ძალიან მძიმე პრობლემებიდან, სიღარიბიდან იმ მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებიდან, რაც დღეს აქვს ქართველ ხალხს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.