მინდა ვთხოვო საქართველოს მოქალაქეებს, ნუ დაკარგავთ თქვენ ხმას, დაუჭირეთ მხარი მხოლოდ იმ სასურველ ძალებს, რომელთაც შანსი აქვთ, რომ გადალახონ ბარიერი, ბარიერს მიღმა დაკარგული ხმა მოეხმარება "ოცნებას", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებას" გადაუსვა ხაზი აბსოლუტურად ცივილიზებულმა სამყარომ.

"ქართული ოცნების" დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოა, რომ პირველი - შეწყვეტილია, შეჩერებულია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესი, მეორე - ასობით მილიონი უკვე დაკარგა საქართველომ, რომელიც უნდა მიგვეღო ევროკავშირისგან. მესამე - საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხი. ამ ყველაფერს ადასტურებს ევროკავშირის ელჩისა და ევროპელი ლიდერების განცხადება. ამიტომ, 26 ოქტომბერი ნამდვილად არის დიდი რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმის შედეგს ელოდება ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ლიდერი, პირველი პირი, ამ დღეს გადაწყდება ჩვენ მივდივრთ ევროკავშირისკენ და კეთილდღეობისკენ და ვხდებით უსწრაფესად ევროკავშირის წევრი თუ საქართველო საბოლოოდ მოწყდება განვითარების ვექტორს, მოექცევა იზოლაციაში და დაემორჩილება უმძიმეს რეჟიმს. კიდევ ერთი, რაც მინდა ვთხოვო საქართველოს მოქალაქეებს, ნუ დაკარგავთ თქვენ ხმას, დაუჭირეთ მხარი მხოლოდ იმ სასურველ ძალებს, რომელთაც შანსი აქვთ, რომ გადალახონ ბარიერი, ბარიერს მიღმა დაკარგული ხმა მოეხმარება ოცნებას.  და ბოლოს, ოცნება მარცხდება ეს განწყობაა სრულიად საქართველოში, ახლა მნიშვნელოვანია მივიდეთ არჩევნებზე, წარმოიდგინეთ, იმ დონეზე იციან, რომ დამარცხებულები არიან, პირადობებს ყიდულობენ და ხალხს აშინებენ, თქვენს ხმას ვერავინ ნახავს ხალხო, ეს ელექტრონული აპარატები ჩვენი ინიციატივით მოვიდა, რომ თქვენი ხმა იყოს დაცული, ვერავინ ვერასდროს ვერ გაარკვევს, ვის მიეცით ხმა. ამიტომ, ამ შიშის დეზინფორმაციას ერთობლივად დავუპირისპირდეთ.

ვიმარჯვებთ ჩვენ, მივდივართ ევროპისკენ და განვითარებისკენ, მოვიშოროთ ივანიშვილი. ასე მკაფიო არჩევანი ჯერ არ ყოფილა არასდროს, ეს იყო გზავნილი დღევანდელი ევროკავშირის ელჩის, ეს იყო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობის ლიდერების, რომლებიც ელოდებიან, თუ რეფერენდუმში რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს", - განაცხადა ვაშაძემ.