ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველ საზოგადოებას ევროკავშირის წევრობა სურს.

"ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. ჩვენ უნდა ვანახოთ ყველას, საკუთარ თავებსაც და მთელ მსოფლიოს, რომ კი, ჩვენ ვართ განსხვავებულები, კი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვანაირი მოსაზრებები, ჩვენ მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, მაგრამ არის ერთი საკითხი, რის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ეს არის საქართველოს ევროკავშირში წევრობა“, - განაცხადა გიგაურმა.

20 ოქტომბერს, 17:00 საათზე ევროპული მარში იგეგმება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.