მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სპექტრი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ახალ არჩევნებს შევხვდეთ ახალი მოთხოვნებით, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ  განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს.

"მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სპექტრი, ჩვენი  საერთაშორისო პარტნიორები მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ახალ არჩევნებს შევხვდეთ ახალი მოთხოვნებით, თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც გააყალბა არჩევნები, აზრი არ აქვს არც საარჩევნო კოდექსით არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წევრებს ხვდება. განხილვის თემა ხელახალი არჩევნებია.