ყრილობა ამ თვის ბოლოს ჩატარდება, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება პარტიის გარდამავალ პერიოდში გადაყვანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თინა ბოკუჩავა დააყენებს თუ არა კანდიდატურას, ეს ამ ეტაპზე არ არის საჯაროდ გაცხადებული.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს მსჯელობა დროებითი ორგანოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, ყრილობა კი ამ თვის ბოლოს ჩატარდება, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება პარტიის გარდამავალ პერიოდში გადაყვანა. ასევე, შესაბამისი დროებითი ორგანოს არჩევა, რომელიც იქნება კოლექტიური და შეასრულებს იმ ძირითად უფლებამოსილებებს, რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა აქამდე ასრულდება. პარტია შემდგომში უკვე მოემზადება თავმჯდომარის არჩევნებისთვის. ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები, სადაც ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, დააყენებს თუ არა კანდიდატურას, მას არ აქვს ეს გადაწყვეტილება ჯერ საჯაროდ გამოცხადებული", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.