ორი პასუხისმგებლობა არსებობს - პრევენციული და უკვე მომხდარის შემდეგ როგორ მოაგვარებენ ამ სტიქიის ზარალს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სათავე და ქვედა ნაწილი, რომელმაც გამოიწვია სტიქიური პროცესები.

"მოვისმინეთ ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება, თითქოს, ამას ვიღაც რაღაც პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს. პოლიტიკური მიზნისთვის კი არ ვიყენებთ ვინმე, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და მოსმენა არ უნდოდათ.

აქ მნიშვნელოვანი არის სათავე და ქვედა ნაწილი, რომელმაც, ფაქტობრივად, ის გამოიწვია, რაც ახლა მივიღეთ. რომ მუშაობენ, ამას კარგად ვხედავთ ჩვენ, მაგრამ ორი პასუხისმგებლობა არსებობს - პრევენციული და უკვე მომხდარის შემდეგ როგორ მოაგვარებენ ამ სტიქიის ზარალს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

12 ივლისს თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.